23 აპრილი 2024,   19:21
ვრცლად
სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები იზრდება

შინაგან საქმეთა სამინისტრო კამპანია "მეტი სიცოცხლისთვის" ფარგლებში დაწესებულ რეგულაციებს ამკაცრებს. სიჩქარის გადაჭარბებაზე ფულადი ჯარიმები ორმაგდება, გაზრდილ ჯარიმასთან ერთად მძღოლს ე.წ. ჭკვიანი კამერა ქულებსაც ჩამოაკლებს. იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილის მძღოლი სიმთვრალეზე მეორედ დაჯარიმდება მას 15 დღიანი პატიმრობა მოუწევს. არსებული ცვლილებები მალე პარლამენტს წარედგინება. 

გამკაცრებულ რეგულაციებსა და გაორმაგებულ ჯარიმებს ავტომობილის მძღოლების აზრთა სხვადასხვაობა არ გამოუწვევია. მოქალაქეები თანხმდებიან, რომ მძღოლმა არც სიჩქარეს უნდა გადააჭარბოს და არც ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მართოს საჭე, თუმცა ის, რომ სანქციები პრობლემას გადაჭრის, მათ ამის არ სჯერათ. მძღოლები საგზაო უსაფრთხოების კუთხით საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების საჭიროებაზე საუბრობენ.

გამკაცრებული სანქციებით დამყარებულ საგზაო უსაფრთხოების წესრიგის არ სჯერათ ოპოზიციაში. დეპუტატები ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების აუცილებლობაზე აკეთებენ აქცენტს. გაჟღერებულ ბრალდებებს მართველ გუნდში ეწინააღმდეგებიან. დავით მათიკაშვილის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწესებული სანქციები  მოსახლეობის უსაფრთხოებისთვისაა.

დღის ამბები