19 აპრილი 2024,   10:36
ვრცლად
ერაყის ანტისამთავრობო აქციებს დალაქები, მხატვრები და მუსიკოსებიც შეუერთდნენ

ვარცხნილობა და მაკიაჟი მუსიკის თანხლებით - ბაღდადში ტახრირის მოედანზე დალაქები, მხატვრები და მუსიკოსები დემონსტრანტებს შეუერთდნენ, ოსტატები აქციის მონაწილეებს უფასოდ ემსახურებიან.

ერაყში რამდენიმე კვირაა, ანტისამთავრობო აქციები მიმდინარეობს. ჰუსეინის მმართველობის დასრულების შემდეგ ეს ყველაზე ფართომასშტაბიანი პროტესტია ბაღდადში. ქვეყნის პოლიცია დემონსტრაციების დაშლას ცრემლმდენი გაზით და რეზინის ტყვიებით არაერთხელ შეეცადა. ოქტომბრის თვეში შეტაკებების შედეგად 250 ადამიანი დაიღუპა.

დღის ამბები