19 აპრილი 2024,   17:13
ვრცლად
იუსტიციის საბჭოში პარლამენტის კვოტით არჩეული წევრების გამოწვევის საკითხი უნდა დავაყენოთ - ლევან კობერიძე

დამოუკიდებელი დეპუტატი, ლევან კობერიძე მიიჩნევს, რომ  ანა დოლიძის გაწვევის საკითხის ნაცვლად, პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან საკუთარი ინიციატივით დანიშნული წევრები უნდა გამოიწვიოს.

"იუსტიციის საბჭოში პარლამენტის კვოტით არჩეული წევრების გამოწვევის საკითხი დავაყენოთ, ნაზი ჯანეზაშვილის გარდა. ჩვენ ვხედავთ იმას, რომ ამ ადამიანებმა პრეაქტიკულად ნდობა ვერ გაამართლეს. შესაბამისად, როდესაც ნდობის გამართლება არ ხდება, ვფიქრობ, რომ პარლამენტმა უნდა გამოასწოროს თავისი დაშვებული შეცდომა და ის წევრები, რომლებმაც რეალურად ხელის შეუწყო მახინჯ პროცესს გამოიწვიოს საბჭოდან,"- განაცხადა ლევან კობერიძემ.

აქვს თუ არა პრეზიდენტს უფლება ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან გამოიწვიოს - ამ საკითხზე მთელი დღეა პროფესიულ წრეებსა და პარლამენტში დავა მიმდინარეობს.

დღის ამბები