20 აპრილი 2024,   03:53
ვრცლად
შეიქმნება სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის პრობლემა - მდინარაძე დოლიძის საბჭოდან გაწვევის წინააღმდეგია

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის გაწვევის საფუძველი მისი პოლიტიკური განცხადებები არ უნდა გახდეს. მამუკა მდინარაძის შეფასებით, თუ პრეზიდენტი ანა დოლიძეს გაიწვევს, ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული პრობლემა წარმოიქმნება.

"ის პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს ძალიან ხშირად და ეს შეიძლება იუსტიციის საბჭოს წევრმა მიიჩნია მისი გაწვევის საფუძვლად, თუმცა მე წინა დღეებში ვთქვი და დღესაც განვაცხადებ, რომ მე არ მგონია მისი გაწვევის საფუძველი. ამ შემთხვევაში შეგვექმნება ჩვენ პრობლემები არა მხოლოდ მმართველ გუნდს, პრეზიდენტს, იუსტიციის საბჭოს ან ანა დოლიძეს, არამედ ზოგადად შეიქმნება პრობლემა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასთან ხომ არ გვაქვს საქმე," - განაცხადა მდინარაძემ

დღის ამბები