20 აპრილი 2024,   14:16
ვრცლად
მინიმალური ხელფასის განსაზღვრაზე ეკონომისტთა კონფერენციაზე მსჯელობდნენ

მინიმალური ხელფასის განსაზღვრისა და დაანგარიშების მეთოდოლოგია, ასევე სახელფასო და სოციალური დაცვის სტრატეგიები - ეს იყო მთავარი განხილვის თემა ეკონომისტთა საერთაშორისო კონფერენციაზე. 

კონფერენცია პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ორგანიზებით თბილისსში ჩატარდა.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი აღნიშნავს, რომ ქვეყანას უნდა ჰქონდეს ამბიცია მსხვილ საფინანსო ინსტიტუტებს ლაბორატორიად არ გამოაყენებინოს თავი.

მისი თქმით, კონფერენციაზე მნიშვნელოვანი ექსპერტები არიან სტუმრად, რომელთაც უდიდესი გამოცდილება აქვთ. ისინი საუბრობენ, რომ თუ არ იქნება ადეკვატური მინიმალური ხელფასი, მსხვილ კორპორაციებს ქვეყანაში შემოსვლის ინტერესი არ ექნებათ, რაც ჩვენი ქვეყნისთვის საზიანოა. 

დღის ამბები