19 აპრილი 2024,   05:43
ვრცლად
სინოდს მეუფე პეტრეს მიმართ უფრო მსუბუქი სასჯელი უნდა გამოეყენებინა - მეუფე ზოსიმე

წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტი მეუფე ზოსიმე მეუფე პეტრეს გადაყენების საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პროცესში მონაწილეობა არ მიუღია.

როგორც დღეს მეუფე ზოსიმემ განმარტა, გადაწყვეტილება ერთპიროვნულად იყო მიღებული.

"ჩემთვის პირადად არ უკითხავთ -  მეუფეო გინდათ თუ არა თქვენ, რომ პეტრე გადავაყენოთ?! ეს არ უკითხავთ. იქ საერთო აზრი კი იყო, მაგრამ ჩემთვის რომ ეკითხათ, მე ჩემი მოსაზრება მქონდა. ვფიქრობდი, რომ იქნებ ეს არ იყო ერთადერთი გამოსავალი. შეიძლებოდა უფრო ფრთხილი მოქმედება. არ გაბოროტდეს, ამის შიში მაქვს, რაღაც მსგავსი დავინახე... ადამიანს მოფრთხილება სჭირდება," - აღნიშნა მეუფე ზოსიმემ.

დღის ამბები