24 აპრილი 2024,   17:31
ვრცლად
ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს

გორში, სოფელ ქვეშის მიმდებარედ, ე.წ ადმინისტრაციულ საზღვართან, ოკუპანტებმა 28 წლის ზაქრო ბუთხუზი დააკავეს. 

გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის განცხადებით, ბუთხუზი ოკუპანტებმა სოფლის ნაკვეთიდან დაახლოებით საღამოს 18:00 საათისთვის დააკავეს.

თემურ ხადურის თქმით, მან გორის მერია საქმის კურსში ჩააყენა. მისთვის დაკავების დეტალები უცნობია. 

ფაქტი  "კურიერს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით, ამოქმდებულია ცხელი ხაზი, საქმის კურსშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც. 

 

 

დღის ამბები