24 აპრილი 2024,   17:27
ვრცლად
პრეზიდენტი შეჩერებული მორატორიუმის შეჩერებისთვის დროს ითხოვს

ეკლესიის ირგვლივ განვითარებული მოვლენები, ციანიდის სკანდალითა და დეკანოზ მამალაძის დაკავებით დაიწყო. ორწლიანი პატიმრობის შემდეგ კვლავ უცნობია, როდის შეიწყალებს ან შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი მამალაძეს.

სალომე ზურაბიშვილი ახალ წესებს ელოდება, თუმცა მისთვის პრიორიტეტი ის ათეულობით პატიმარია, რომლებსაც მორატორიუმის გამო შეწყალების უფლება აქვთ ჩამორთმეული.

პრეზიდენტს არ ესმის, რატომ არის დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე საზოგადოების ყურადღების ცენტრში, მაშინ როცა შეწყალებას სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არაერთი პატიმარი ელოდება.

სალომე ზურაბიშვილი შეჩერებული მორატორიუმის შეჩერებისთვის დროს ითხოვს, რომ შეცდომა კვლავ არ დაუშვას. შეწყალებული მსჯავრდებულების გახმაურებულ საქმეებზე საუბრისას კი ამბობს, რომ პროკურატურაში მისვლას არ აპირებს, რადგან არავის დაუბარებია.

დეკანოზ მამალაძის საქმის განხილვას პრეზიდენტი მორატორიუმის შეწყვეტის შემდეგ დაიწყებს. საუკუნის საქმის მსჯავრდებულის შეწყალების შუამდგომლობით მიმართვის მიზეზებზე სინოდის წევრმა მეუფე ნიკოლოზმა თავის ვიდეომიმართვაში ისაუბრა. 

სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი კონსტიტუციური უფლება ერთი თვის წინ შეიზღუდა. მას შემდეგ, რაც მარიამობის დღესასწაულზე შეწყალებულთა სიაში მკვლელობის გამო გასამართლებული სამი პატიმარი, ერთიც ძებნილი მოხვდა. მას შემდეგ მსჯავრდებულები თავისუფლების მოლოდინში არიან.

დღის ამბები