25 აპრილი 2024,   05:27
ვრცლად
"ნატო ტვინის სიკვდილს განიცდის"- ემანუელ მაკრონი ევროპას საკუთარი სამხედრო ძალების შექმნას ურჩევს

"ნატო ტვინის სიკვდილს განიცდის"- ემანუელ მაკრონი ევროპას საკუთარი სამხედრო ძალების შექმნას ურჩევს. საფრანგეთის პრეზიდენტმა გამოცემა "ეკონომისტთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროპა უფსკრულის პირასაა და მას პოლიტიკური გამოღვიძება სჭირდება. 

"ევროკავშირს სჭირდება რომ იმოქმედოს, როგორც პოლიტიკურმა ბლოკმა, პოლიტიკითა და ტექნოლოგიებით, მონაცემთა ბაზითა და კლიმატური ცვლილებებით. თუ ევროპა არ გაიღვიძებს, ჩვენს ბედს ვეღარ გავაკონტროლებთ,"- განაცხადა მაკრონმა.

მაკრონმა დონალდ ტრამპიც გააკრიტიკა, რადგან მისი პრეზიდენტობის პერიოდში შტატები ევროპას დაცილდა.

"ამერიკას პირველად ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც არ იზიარებს ჩვენი ევროპული პროექტის იდეას,"- აღნიშნა მაკრონმა.

დღეს გავრცელდა ანგელა მერკელისა და იენს სტოლტენბერგის განცხადებები, ისინი ემანუელ მაკრონის მოსაზრებას "NATO-ს ტვინის სიკვდილის" შესახებ არ იზიარებენ.

 

დღის ამბები