18 ნოემბერი 2019,   17:33
ვრცლად
ბათუმში, მშენებარე კორპუსში, საიდანაც მუშა გადმოვარდა შრომის ინსპექციამ სამუშაოები დროებით შეაჩერა

მშენებარე კორპუსში, საიდანაც მუშა გადმოვარდა, სამუშაო პროცესები ამ დროისთვის შეჩერებულია. ამის შესახებ განცხადებას ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ავრცელებს. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც დაახლოებით მეათე სართულის სიმაღლიდან, გარე ფასადის ღებვის დროს, 23 წლის მამაკაცი გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა. შემთხვევა დღეს, ბათუმში მოხდა.

"ინსპექტორები ადგილზე სწავლობენ უშუალოდ უბედურ შემთხვევას. ამ წუთის მდგომარეობით, შემიძლია გითხრათ, რომ შეჩერებულია სამუშაო პროცესი. შრომის ინსპექციამ მოახდინა მყისიერად შეჩერება და მანამ სანამ არ იქნება დეტალურად შესწავლილი, თუ რამ გამოიწვია უბედური შემთხვევა, ასევე იმ შეუსაბამობების აღმოფხვრა, რომელიც იქ დაფიქსირდება და ფიქსირდება, სამუშაო პროცესი იქნება შეჩერებული," - აცხადებს ბექა ფერაძე.

მომხდარის გამო გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.   

დღის ამბები