18 აპრილი 2024,   17:14
ვრცლად
მსოფლიო საოპერო ვარსკვლავები ქუთაისში - საქველმოქმედო ფონდი "ნატვრის ხე" გალა კონცერტისთვის ემზადება

მსოფლიო საოპერო ვარსკვლავები ქუთაისში ჩავიდნენ. საქველმოქმედო ფონდი "ნატვრის ხე" გალა კონცერტისთვის ემზადება. ნინო სურგულაძის ინიციატივით, კონცერტი ქუთაისში წელს პირველად გაიმართება. 

საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი ნატვრის ხე, წელს უკვე 5 წლიან ისტორიას ითვლის. ამ დროის განმავლობაში ფონდმა შეძლო და 60-ზე მეტი ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა. 300-მდე მრავალშვილიან ოჯახს დახმარება აღმოუჩინა და მძიმე სენით დაავადებული პატარების ოჯახებს მათი შვილების გადარჩენის იმედი დაუბრუნა.

საქველმოქმედო პროექტის მონაწილეებს ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრი უმასპინძლებს. 

კონცერტი "ნატვრის ხე" "რუსთავი 2"-ის ეთერში, 9 ნოემბერს, "კურიერის" დასრულებისთანავე, პირდაპირ ეთერში დაიწყება.

დღის ამბები