ეკონომიკური ექსპერტები მიიჩნევენ, რომ არასტაბილური ეროვნული ვალუტის ფონზე ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების შემცირება ქვეყანას ძალზე ცუდ მდგომარეობაში აყენებს. მათი განცხადებით, შექმნილ ვითარებაში სახელმწიფო ლარის მცირე რყევებსაც კი ვეღარ გაუძლებს.
ეკონომისტ რატი აბულაძის განცხადებით, ქვეყანაში ისეთი ეკონომიკური მდგომარეობაა, რომ მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტები მოქმედების ეფექტიანობა სუსტია და შედეგს ვერ აღწევს:
"გამომშრალ ეკონომიკურ გარემოზე ვეღარ მოქმედებს არსებული მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტები. მისი ეფექტიანობა სუსტია და მისი პროდუქტიულობა მასშტაბებს ვერ აღწევს. ვიღებთ საზოგადოების ფინანსური მდგომარეობის გაუარესებისკენ მიმართულ ღონისძიებებს. თუ შედეგს არ მაძლევს ან პოლიტიკა, ან ინსტრუმენტი, ან ადამიანი, ან რესურსი, რა მნიშვნელობა აქვს მის არსებობას,"- განაცხადა რატი აბულაძემ
ეკონომიკის ექსპერტი ნიკა შენგელია მიიჩნევს, რომ ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის გაუფასურების შესაჩერებლად ღონიძიებები გვიან დაიწყო. ექსპერტის თქმით, რეზერვების მნიშვნელოვანი შემცირება ლარს დამატებით პრობლემებს შეუქმნის:
"სავალუტო რეზერვების შემცირება გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს, თუკი ეს შემცირდება კატასტროფულად გამოდის, რომ ლარის კურსთანაც გვექნება სერიოზული პრობლემები," - აღნიშნა ნიკა შენგელიამ.