19 აპრილი 2024,   21:36
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილი ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების განცხადებას მიესალმება

საქართველოს პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზზე გამშვები პუნქტების გახსნასთან დაკავშირებით ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის ამ მოწოდებას მიესალმება და იმედს გამოთქვამს, რომ საერთაშორისო საზოგადოების დახმარებით, ადამიანის უფლებათა დაცვაში პოზიტიური წინსვლა იქნება:

"მივესალმები ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების მოწოდებას საოკუპაციო ხაზზე გამშვები პუნქტების ხელახლა გახსნასთან დაკავშირებით. ჩემს მიერ საერთაშორისო საზოგადოებისადმი მიმართვის შემდეგ, ადამიანის უფლებათა დაცვის საქმეში პოზიტიური წინსვლის იმედი მაქვს," - წერს ზურაბიშვილი twitter-ზე.

შეგახსენებთ, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციული ხაზის გასწვრივ შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, განცხადება 6 ნოემბერს გაავრცელეს და დე ფაქტო რეჟიმს ყველა გადასასვლელი პუნქტის დაუყოვნებლივ გახსნისკენ მოუწოდეს.

დღის ამბები