20 ნოემბერი 2019,   12:53
ვრცლად
ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პატრიარქმა უკრაინის ავტოკეფალია აღიარა

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია ალექსანდრიის პატრიარქმა აღიარა. პატრიარქმა თეოდორემ საღვთო ლიტურგიისას უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე მოიხსენია. ეს ქმედება უკრაინის ავტოკეფალიის პრაქტიკულ აღიარებას ნიშნავს. მანამდე უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია საბერძნეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღიარა.

ალექსანდრიის და სრულიად აფრიკის საპატრიარქოს გენერალურმა სამდივნომ გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომელშიც იტყობინებიან უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით მსოფლიო პატრიარქის საპატრიარქო და სინოდალური ტომოსის აღიარებისა და ასევე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელის, მიტროპოლიტ ეპიფანეს დიპტიქში მოხსენიების შესახებ.

დღის ამბები