14 ნოემბერი 2019,   00:40
ვრცლად
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, შესაძლოა, კიდევ ერთხელ გაიყოს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის გადადგომის შემდეგ ინფორმაცია სამინისტროს სტრუქტურულ დაყოფაზე ვრცელდება. სამინისტროს სტრუქტურულ დაყოფას ეწინააღმდეგებიან ოპოზიციის წარმომადგენლები.

"ევროპული საქართველოს" წევრი სერგო რატიანი მიიჩნევს, რომ ეს ისედაც გაზრდილ ბიუროკრატიულ ხარჯებს კიდევ უფრო გაზრდის. 

"დაყოფას, სტრუქტურულ ცვლილებას ჩვენ ნამდვილად არ მივესალმებით ამას, ეს გამოიწვევს ისედაც გაზრდილი ბიუროკრატიის გაზრდას და, გარდა ამისა, როგორც ჩანს, ქართულ ოცნებას უნდა არჩევნების წინ შექმნას კიდევ ერთი ყულაბა იმისთვის, რომ მოისყიდოს ამომრჩეველი,"- განაცხადა სერგო რატიანმა.

პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომ გოცირიძე აღნიშნავს, რომ ეს პროცესია უაზროა, რადგან არც სამინისტროების გაერთიანებას მოუტანია რაიმე კარგი ქვეყნისთვის და არც კვ;ლავ დაყოფა მოუტანს. 

"ეს არის უაზრო პროცესი, რომელიც გრძელდება ამ 7 წლის განმავლობაში. არავითარი გამოყოფა არ არის საჭირო, სისტემა უნდა ფუნქციონირებდეს ოპტიმალურ რეჟიმში. სამწუხაროდ, არც ამ შეერთებამ გამოიღო არავითარი ეფექტი, რადგან ნაცვლად ეკონომიისა, ხარჯები გაიზარდა. იგივე ოფისები, ადამიანები, შტატები, უფრო მეტად გაიზარდა შტატები,"- განაცხადა რომან გოცირიძემ.

სხვაგვარად ფიქრობს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში. მარიამ ჯაში მიიჩნევს, რომ სამინისტროს სტრუქტურული დაყოფა ბიუროკრატიულ პროცესებს გაამარტივებს. 
"გაიზარდა როგორც ბიუროკრატიული პროცესები და ბევრად უფრო რთული გახდა ყოველდღიური მართვა, ამასთანავე, ქვეყანას, რომელსაც აქვს უძველესი ცივილიზაცია რომლის კულტურული მემკვიდრეობა და ღონისძიებები არის სწორედ მიზეზი ჩვენი მზარდი ტურისტული ნაკადების, ვფიქრობ, რომ უნდა ინარჩუნებდეს კულტურის უწყებას, როგორც ცალკე სამინისტროს,"- განაცხადა მარიამ ჯაშმა. 

დღის ამბები