23 აპრილი 2024,   11:29
ვრცლად
შსს-ს სპეციალური დეპარტამენტის წარმომადგენლების 8 ავტობუსი ფილარმონიასთან - კინოთეატრ ამირანთან პოლიციის სრული მობილიზებაა

კინოთეატრ ამირანის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელები სრული მობილიზებაა. კინოთეატრში სადაც ფილმის "და ჩვენ ვიცეკვებთ" ჩვენება უნდა გაიმართოს, 8 ავტობუსით მიიყვანეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დეპარტამენტის წარმომადგენლები, რომლებიც სპეციალური საშუალებებით: ხელკეტებით, ჩაფხუტებით და ფარებით არიან აღჭურვილები.

პოლიციას კინოთეატრთან გადაკეტილი აქვთ შესასვლელი კარი და სპეციალური კორდონია მომზადებული.

ტერიტორიაზე იკრიბებიან აქციის მონაწილეებიც, რომლებიც ფილმის ჩვენებას აპროტესტებენ.

შეგახსენებთ, რომ ოსკარზე წარდგენილი ქართულ-შვედური ფილმის - "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერა საქართველოს კინოთეატრებში დღეს უნდა გაიმართოს. ფილმის შინაარსი, რომლის ჩვენებაც ჯერ არ შემდგარა გარკვეულმა ჯგუფებმა უკვე გააპროტესტეს.

ბიზნესმენი ლევან ვასაძე,  ფილმის - "და ჩვენ ვიცეკვეთ" კინოთეატრებში ჩვენებას ეწინააღმდეგება და მხარდამჭერებთან ერთად პრემიერის ჩაშლას გეგმავს.

ფილმის ჩვენებას ეწინააღმდეგება "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირიც". გურამ ფალავანდიშვილის განცხადებით, ფილმის ჩვენება, ნებისმიერი ძალისხმევის ხარჯზე ჩაიშლება. მასშტაბური პროტესტისთვის ემზადება "ქართული მარშიც".

საპატრიარქო ფილმის საქართველოს კინოთეატრებში ჩვენებას მიუღებლად მიიჩნევს, თუმცა ამავდროულად ემიჯნება ძალადობას.

შესაძლო ძალადობის ფაქტს, სახალხო დამცველი და არასამთავრობო სექტორი გამოეხმაურა და სამართალდამცავ ორგანოებს დროული რეაგირებისაკენ მოუწოდა.

განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც და საზოგადოებას კანონის დაცვა შეახსენა. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია საკუთარი მანდატის ფარგლებში იმოქმედებს. სამინისტრომ განცხადებაში ასევე აღნიშნა, რომ სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.

ფილმის პრემიერა თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში დღეს, 20:00 საათზე დაიწყება.

დღის ამბები