19 აპრილი 2024,   14:45
ვრცლად
კინოთეატრ "ამირანში" კინოლოგები და გამნაღმველები მივიდნენ

კინოთეატრ "ამირანში", სადაც დღეს ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერა უნდა გაიმართოს, რომელსაც ექსტრემისტული ჯგუფები ჩაშლით ემუქრებიან, კინოლოგები და გამნაღმველები მივიდნენ.

როგორც "რუსთავი 2"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, კინოთეატრ "ამირანს" კონოლოგები  პრევენციის მიზნით ამოწმებენ. 

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვერსია, რომ ფილმის ჩვენების ჩაშლის მიზნით, აქციის ორგანიზატორები  112-ში დარეკავდნენ და კინოთეატრში ბომბის არსებობის შესახებ განაცხადებდნენ.

ამ დროისთვის კინოლოგებმა და გამნაღმველებმა "ამირანში" მუშაობა უკვე დაასრულეს. 

დღის ამბები