20 აპრილი 2024,   02:53
ვრცლად
ბათუმში კინოთეატრ "აპოლოსთან" პოლიციაა მობილიზებული

ბათუმში კინოთეატრ "აპოლოსთან"  დიდი რაოდენობით სამართალდამცველია მობილიზებული. კინოთეატრთან მოქალაქეთა ჯგუფიც შეიკრიბა, რომლებიც ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერის ჩაშლას აპირებს.

"ეს ფილმი რომ იყოს ჰომოსექსუალ სხვა პროფესიის ადამიანზე, არ იქნება წინააღმდეგობა, შებღალულია ქართული ცეკვა, არაფერი წმინდა აღარ დარჩა. ჩვენი მიზანია დავინახოთ, რომელი ბათუმელი მოვა კინოჩვენებაზე, შიგნით შეჭრას არ ვაპირებთ, ეს არის პროტესტი საერთო-სახალხო ორგანიზებით, არანაირი მარში და ორგანიზაცია აქ არ არის ჩართული"-ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ვატო მებუნიშვილი.

კინოთეატრთან თავმოყრილი არიან ასევე მოქალაქეები, რომლებიც ამბობენ, რომ კინოთეატრის პიკეტირებას მოახდენენ. 

კინოჩვენებაზე ყველა ბილეთი გაყიდულია.

დღის ამბები