16 აპრილი 2024,   13:05
ვრცლად
თბილისში არ ჩატარდება ეგ... - ინციდენტი კინოთეატრ "ამირანთან"

ინციდენტი კინოთეატრ "ამირანთან" - ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერამდე 2 საათით ადრე, კინოთეატრთან უცნობი მამაკაცი მივიდა, რომელიც სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ის შეურაცხყოფას აყენებდა როგორც ტერიტორიაზე მობილიზებულ სამართალდამცველებს, ასევე მედიის წარმომადგენლებს.  

მამაკაცი, რომელიც სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ამბობდა, რომ მსგავსი თემატიკის ფილმი კინოთეატრში არ უნდა გავიდეს. ის შენობაში შესვლას ცდილობდა, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა და ტერიტორიიდან გაარიდეს.

კოსტავას ქუჩაზე, კინოთეატრ "ამირანთან" დიდი რაოდენობით სამართალდამცველები არიან მობილიზებული. 

ფილმის ჩვენება 8, 9 და 10 ნოემბერს თბილისის 5 კინოთეატრში გაიმართება, მათ შორის ბათუმის კინოთეატრ "აპოლოში“. ყველა მათგანთან სამართალდამცველების დიდი რაოდენობაა მობილიზებული. 

დღის ამბები