20 აპრილი 2024,   20:00
ვრცლად
როგორც მხატვრული ნაწარმოების ნახვა თუ გინდათ, სხვა დღეს ნახეთ - გია კორკოტაშვილი ფილმის პრემიერაზე

"ქართული იდეის" და ლევან ვასაძის მხარდაჭერები ვერის პარკში იკრიბებიან. ადგილზე ცოტა ხნის წინ მივიდა ლევან ვასაძეც, რომელიც დღვანდელი გეგმების შესახებ ისაუბრეს. აქციის მონაწილეები ფილმის, "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერას აპროტესტებენ და მისი ჩაშლით იმუქრებიან. შეკრებილები ვერის პარკიდან მსვლელობას გეგმავენ. 

"ქართული მარშის“ წევრი, გია კორკოტაშვილი მოუწოდებს მოქალაქეებს, არ შევიდნენ ფილმის ჩვენებაზე.  

"ეს არის პროტესტი იმის საწინააღმდეგოდ, რომ ეს ფილმი ემსახურება ისეთ რაღაცას, რომელიც არ იქნება ჩვენი მომავალი თაობისთვის კარგი. ჩვენ ამიტომ შევიკრიბეთ. მოგიწოდებთ, არ შეხვიდეთ დღევანდელ დღეს, პროტესტი გამოთქვით. როგორც მხატვრული ნაწარმოების ნახვა თუ გინდათ, სხვა დღეს ნახეთ. როგორ შეიძლება მე თავისუფალ ადამიანს დავუწესო რაღაც, მე შეიძლება მოვუწოდო მას და ვუთხრა, რომ ესე მიმაჩნია. შვილი ხომ გყავს, სიტყვაზე, თქვენს ბიჭს უსურვებდით, რომ ნახოს ეს ამაზრზენი ფოტო, რომელიც ამოჭრილი იყო.... ეს ისედაც ცხოვრებისეულად შეხვდება,“ -  აცხადებს "ქართული მარშის“ წევრი გია კორკოტაშვილი.   

საზოგადოება "ზნეობის“ წარმომადგენელი, გურამ ფალავანდიშვილი ამბობს, რომ დღევანდელი პროტესტის მიზანია ფილმის ჩაშლა ყოველგვარი ძალადობის გარეშე. 

"ანუ, თუ ის ძალადობად ჩაითვლება, რომ ჩვენ გამოვრთოთ "შტეფსელი" და ეკრანი, მაგრამ სხვა მხრივ, ფიზიკური ხელის შეხება არც სამართალდამცავებზე და მით უმეტეს ამ ფილმის მაყურებლებზე არ გვინდა,“ - ამბობს გურამ ფალავანდიშვილი.

 

დღის ამბები