25 აპრილი 2024,   14:31
ვრცლად
"გალერეა თბილისში" მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ლაბრადორმა სოფამ იზრუნა

კინოლოგები კინოთეატრ „ამირანის“ შემდეგ  „გალერეა თბილისში“ გამოჩდნენ.

ამჯერად, „თბილისი გალერეას“ კინოთეატრს პრევენციული უსაფრთხოების მიზნით, ლაბრადორი  სოფა  ამოწმებს. 

შს სამინისტროს წარმომადგენლები ტერიტორიაზე ცოტახნის წინ მივიდნენ, ისინი მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ.

"რუსთავი 2"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ კინოთეატრებს კონოლოგები პრევენციის მიზნით ამოწმებენ.

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია,  რომ ფილმის ჩვენების ჩაშლის მიზნით, აქციის ორგანიზატორები 112-ში დარეკავდნენ და კინოთეატრში ბომბის არსებობის შესახებ განაცხადებდნენ.

გალერეა თბილისი ერთ-ერთია იმ კინოთეატრებიდან, სადაც ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება უნდა გაიმართოს.

კინოლოგები გამოჩდნენ ასევე თბილის მოლშიც.

დღის ამბები