23 აპრილი 2024,   17:27
ვრცლად
"სითი მოლში" მდებარე კინოთეატრში პირველი მაყურებელი მივიდა, რომელიც უსაფრთხოების მიზნით გაჩხრიკეს

"სითი მოლში" მდებარე კინოთეატრში პირველი მაყურებელი რამდენიმე საათით ადრე მივიდა. უსაფრთხოების მიზნით ის სამართალდამცავებმა გაჩხრიკეს.

დღეს, საქართველოს კინოთეატრებში, ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერა იგეგმება, თუმცა მისი ჩაშლის მუქარის გამო, კინოთეატრების ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მოქალაქეებს ადრე მისვლისკენ მოუწოდეს. 

ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, მაყურებლებს დღეს შენობაში შესაბამისი პროცედურების  გავლის შემდეგ შეუშვებენ. 

ფილმის ჩვენება 8, 9 და 10 ნოემბერს თბილისის 5 კინოთეატრში გაიმართება, მათ შორის ბათუმის კინოთეატრ "პოლოში". ყველა მათგანთან სამართალდამცველების დიდი რაოდენობაა მობილიზებული. 

დღის ამბები