20 ნოემბერი 2019,   13:09
ვრცლად
ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის გაძლიერება, რეგიონული განვითარების ხელშეწყობა - სალომე ზურაბიშვილის ფონდის პრეზენტაცია გაიმართა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა  ფონდი დააარსა. პრეზენტაცია თანამედროვე ქართული ხელოვნების მუზეუმში გაიმართება.

ფონდის სტრატეგიული მიმართულებებია: ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის გაძლიერება, რეგიონული განვითარების ხელშეწყობა, საქართველოს კულტურის პოპულარიზაცია და გარემოსა და ბიომრავალფეროვნების დაცვა.

სალომე ზურაბიშვილის ფონდის პირველი პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის ინსტიტუციური გაძლიერების ხელშეწყობა, რაც საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

პრეზენტაციას კერძო სექტორის, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები დაესწრნენ.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით,  ფონდი ხელს შეუწყობს საქართველოში საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტას.

 

დღის ამბები