20 ნოემბერი 2019,   13:08
ვრცლად
"აი ასე დაიწვება საქართველოში ყველა სოდომ-გომორი" - აქციის მონაწილეებმა ლგბტ+ დროშა დემონსტრაციულად დაწვეს

კინოთეატრ "ამირანის" მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციაზე "ქართულმა მარშმა" ლგბტ+ დროშა დემონსტრაციულად დაწვა.

"აი ასე დაიწვება საქართველოში ყველა სოდომ-გომორი, დღეს ქართველ ერს გვერდით დგომა სჭირდება. მოგიწოდებთ გამოხვიდეთ და დადგეთ ჩვენს გვერდით,"- მიმართეს აქციის მონაწილეებმა შეკრებილებს.

"ხდება უპრეცენდენტო შემთხვევა, ისტორიაში ქართველს ერს აკადრეს მამათმავლური ფილმის პრეზენტაცია. ეს არის შეურაცხყოფა ხალხის, ამიტომ თითოეული ჩვენთაგანის მოვალეობაა ჩავშალოთ ეს მარაზმი, მივუჩინოთ ადგილი სატანის მოციქულებს," - მიმართა შეკრებილებს სანდრო ბრეგაძემ. 

დღის ამბები