20 აპრილი 2024,   03:04
ვრცლად
კინოთეატრ "ამირანთან" სპეციალური დანიშნულების რაზმი გამოჩნდა

დაძაბულია ვითარება კინოთეატრ "ამირანთან" - ვითარება  მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა კინოთეატრში შესვლა სცადეს, რა დროსაც გაისმა პიროტექნიკის ხმა. კინოთეატრ "ამირანთან" დაძაბული ვითარების პარალელურად, პანიკა იყო კინოთეატრის ფოიეში.

რაც შეეხება უშუალოდ კინოთეატრში არსებულ ვითარებას, იქაც სამართალდამცველები არიან მობილიზებული. ადგილზე იმყოფებიან მაყურებლებიც, რომლებიც კინოჩვენების გამართვას ელოდებიან. 

ამ წუთებში, "ამირანთან" ვითარება დაძაბულია. რამდენჯერმე გაისმა აფეთქების ხმა. აქციის მონაწილეებმა სავარაუდოდ, პიროტექნიკა ააფეთქეს.  ტერიტორიაზე გამოჩნდნენ ე.წ. რობოკოპებიც. აქციის რამდენიმე მონაწილე პოლიცილეებმა ტერიტორიიდან გაარიდეს. 

 

დღის ამბები