20 აპრილი 2024,   13:55
ვრცლად
ანა სუბელიანის მიმართ თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო, დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრო კინოთეატრ "ამირანთან" სამოქალაქო აქტივისტის ანა სუბელიანის დაშავებას ეხმაურება.

"მოქალაქე ანა სუბელიანზე თავდასხმის ფაქტზე, სამართალდამცველებმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყეს, რაც ძალადობას გულისხმობს.

აღნიშნულ ინციდენტში მონაწილე ერთი პირი პოლიციამ უკვე დააკავა, მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები. შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, ადგილებზე რჩებიან", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

დღის ამბები