24 აპრილი 2024,   00:23
ვრცლად
ვინ ჩაიბარებს განათლების მინისტრის პოსტს - თანამდებობა ისევ ვაკანტურია  

განათლების მინისტრის პოსტი ვაკანტურია - ვის ჩააბარებს თანამდებობას პრემიერ-მინისტრი, ამას უახლოეს დღეებში თავად განაცხადებს. მანამდე კი ცნობილი ხდება, რომ ვაკანტურ პოსტზე ახლა უკვე ყოფილი მინისტრის 2 მოადგილე, ირინა აბულაძე და გიორგი ვაშაკიძე განიხილებიან.

თუმცა არსებობს ვერსია, რომ პრემიერი ახალ კადრს უწყების გარედან შემოიყვანს. კანდიდატებად განიხილებიან - პრემიერის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი, "ათასწლეულის გამოწვევის ფონდის" დირექტორი, მაგდა მაღრაძე და გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი, მაია მიმინოშვილი.

ოპოზიციამ მიხეილ ბატიაშვილის პოსტიდან წასვლა, ია კერზაიას საქმის სტრასბურგში გაგზავნას დაუკავშირა, თუმცა კავშირს ვერ ხედავს იუსტიციის მინისტრი. 

კიდევ ერთი შეკითხვა, რომელიც მიხეილ ბატიაშვილის წასვლას მოჰყვა, სამინისტროს სტრუქტურის ცვლილებას ეხება.

მმართველ გუნდში ადასტურებენ, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროების შეერთებიდან ზუსტად 1 წლის თავზე მათი გაყოფის პერსპექტივაზე გუნდი უკვე მუშაობს. 

ოპოზიცია კი მიუღებლად მიიჩნევს სამინისტროების ხშირ გაერთიანებასა და გაყოფას, განსაკუთრებით კი განათლების სფეროში. 

როგორც დეპუტატთა ნაწილი ვარაუდობს, მიხეილ ბატიაშვილი არც პირველია და არც უკანასკნელი, ვინც გუნდს გამოემშვიდობა.

ლევან კობერიძის აზრით, შემდეგი ეკონომიკური გუნდი იქნება, რომელსაც პრემიერ-მინისტრი წინასაარჩევნოდ პოზიციების გასამყარებლად შეცვლის. 

დღის ამბები