18 ნოემბერი 2019,   17:26
ვრცლად
მოქალაქე ანა სუბელიანის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა

თბილისში, კინოთეატრ "ამირანის" მიმდებარე ტერიტორიაზე, გამართული საპროტესტო აქციის დროს სამოქალაქო აქტივისტის ანა სუბელიანის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი შემთხვევის ადგილზევე დააკავა.

განცხადებას ძალოვანი უწყება ავრცელებს, სადაც წერია, რომ დაკავებულია 1984 წელს დაბადებული შ.შ. პოლიციამ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. 

გუშინ, ფილმის - "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერაზე მისულ ანა სუბელიანს, კინოთეატრ "ამირანთან" აქციის მონაწილემ, სახის არეში დაზიანება მიაყენა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უცნობმა პირმა მას სავარაუდოდ მობილური ტელეფონი ან სხვა მძიმე საგანი ესროლა.

დღის ამბები