25 აპრილი 2024,   01:58
ვრცლად
ვისაც ბილეთი ჰქონდათ და ვერ მოახერხეს შემოსვლა, ვეპატიჟებით დღეს - "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება გრძელდება

კინოთეატრების მარკეტინგის დირექტორის გვანცა გარმელიას თქმით, მათ ვინც გუშინ თბილისის ცენტრში არსებული დაძაბული სიტუაციის გამო ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენებაზე დასწრება ვერ შეძლო, სეანსებზე დასწრება დღეს შეეძლებათ:

"მათ ვისაც ბილეთი ქონდათ და ვერ მოახერხეს შემოსვლა, ასეთ ადამიანებს ვეპატიჟებით დღეს. დღევანდელი სეანსები ჩატარდება ისე, როგორც იყო დაგეგმილი. კინოთეატრ "ამირანის შემთხვევაში" 19:30 და 22:00 საათზე," - განაცხადა კინოთეატრების წარმომადგენელმა.

გვანცა გარმელიას თქმით, გუშინ მოხდა კინოთეატრის საკუთრების დაზიანება და მცირე ვანდალიზმის ფაქტები, თუმცა როგორც ის აცხადებს, ფილმის ჩვენებამ დარბაზში მყოფი მაყურებლებისთვის მშვიდ გარემოში ჩაიარა.

დღის ამბები