19 აპრილი 2024,   02:26
ვრცლად
ორი რადიკალური ძალა, ამ აქციის ორგანიზატორები, და ოპოზიცია ერთმანეთს აცოცხლებს - კახა კალაძე

კახი კალაძის თქმით, კოსტავას გამზირზე გუშინ განვითარებული მოვლენები ცუდი სანახავი იყო, თუმცა დედაქალაქის მერის შეფასებით, საქართველოში, ყველა მოქალაქის უფლება სათანადოდ არის დაცული და მომავალშიც ასე გაგრძელდება.

"ძალიან ცუდი სანახავი იყო ის რაც გუშინ ვიხილეთ. ერთი რამ შემიძლია ვთქვა, საქართველოში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ განსხვავებული ეროვნების ადამიანები, განსხვავებული სარწმუნოების და განსხვავებული ორიენტაციის ადამიანები, ყველას უფლებები იყო იქნება და არის დაცული.

თბილისის მერი ასევე გამოეხმაურა ოპოზიციის ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ რადიკალური დაჯგუფებები ხელისუფლებასთან შეთანხმებით მოქმედებენ. კალაძის განცხადებით, ოპოზიცია და ამ აქციის ორგანიზატორები, მათ შორის ლევან ვასაძე და სანდრო ბრეგაძე, "ერთმანეთს აცოცხლებენ".

"ჩვენ ორ რადიკალურ ძალასთან გვაქვს საქმე. ერთი - ის ადამიანები, რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ და მეორე ის ოპოზიცია, რომელზეც თქვენ საუბრობთ. ეს არის ორი ძალა, რომელიც ერთმანეთს აცოცხლებს. ვფიქრობ, საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს და ანალიზსაც სწორს გააკეთებს,"- განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ოსკარზე წარდგენილი ქართულ-შვედური ფილმის - "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება საქართველოს კინოთეატრებში გუშინ გაიმართა.

ბიზნესმენი ლევან ვასაძე,  ფილმის - "და ჩვენ ვიცეკვეთ" კინოთეატრებში ჩვენებას ეწინააღმდეგებოდა  და მხარდამჭერებთან ერთად პრემიერის ჩაშლას გეგმავდა

ფილმის ჩვენებას ეწინააღმდეგებოდა "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირიც". გურამ ფალავანდიშვილის განცხადებით, ფილმის ჩვენება, ნებისმიერი ძალისხმევის ხარჯზე ჩაიშლებოდა. საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა "ქართული მარშიც"

ძალადობრივი საპროტესტო აქციის მიუხედავად ფილმის ჩვენება კინოთეატრებში მაინც შედგა. კინოთეატრებთან ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას და პოლიციასთან შეხლა-შემოხლას. დაკავებულია 28 ადამიანი,  მათ შორის 1 სისხლის სამართლის მუხლით.

დაზიანებები მიიღო 13-მა ადამიანმა, მათ შორის არიან პოლიციელებიც.

დღის ამბები