19 აპრილი 2024,   18:03
ვრცლად
როგორ შეაფასა ლევან აკინის ფილმი - "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერიდან გამოსულმა მაყურებელმა

ლევან აკინის ფილმი - "და ჩვენ ვიცეკვეთ" მაყურებელმა დადებითად შეაფასა.

გუშინ კინოჩვენებიდან გამოსული მაყურებელი, ამბობდა რომ ფილმი სიყვარულზეა და ყველა სოციალური ფენის პრობლემას ასახავს, ის პროტესტი კი რაც ამ ფილმის პრემიერას მოჰყვა, გადაჭარბებულია.

შეგახსენებთ, რომ ოსკარზე წარდგენილი ქართულ-შვედური ფილმის - "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება საქართველოს კინოთეატრებში გუშინ გაიმართა.

ბიზნესმენი ლევან ვასაძე,  ფილმის - "და ჩვენ ვიცეკვეთ" კინოთეატრებში ჩვენებას ეწინააღმდეგებოდა  და მხარდამჭერებთან ერთად პრემიერის ჩაშლას გეგმავდა

ფილმის ჩვენებას ეწინააღმდეგებოდა "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირიც". გურამ ფალავანდიშვილის განცხადებით, ფილმის ჩვენება, ნებისმიერი ძალისხმევის ხარჯზე ჩაიშლებოდა. საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა "ქართული მარშიც"

ძალადობრივი საპროტესტო აქციის მიუხედავად ფილმის ჩვენება კინოთეატრებში მაინც შედგა. კინოთეატრებთან ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას და პოლიციასთან შეხლა-შემოხლას. დაკავებულია 28 ადამიანი,  მათ შორის 1 სისხლის სამართლის მუხლით.

დღის ამბები