20 აპრილი 2024,   10:55
ვრცლად
"და ჩვენ ვიცეკვეთ "- ფილმის ჩვენებას ბათუმში დღესაც გააპროტესტებენ

"და ჩვენ ვიცეკვეთ" კინოთეატრებში ფილმის ჩვენებას ბათუმში დღესაც გააპროტესტებენ. მანამდე კი ფილმის პრემიერის მიმდინარეობის დროს ბათუმში პოლიციამ კინო "აპოლოსთან" სამი პირი დააკავა.

აქციის ორგანიზატორები ირწმუნებიან, რომ დაკავებულები ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ, კინოთეატრ "აპოლოსთან" კი შემთხვევით გაიარეს და ერთმანეთში ჩხუბი ატეხეს.

შეგახსენებთ, რომ ოსკარზე წარდგენილი ქართულ-შვედური ფილმის - "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება საქართველოს კინოთეატრებში გუშინ გაიმართა.

ბიზნესმენი ლევან ვასაძე, ფილმის - "და ჩვენ ვიცეკვეთ" კინოთეატრებში ჩვენებას ეწინააღმდეგებოდა და მხარდამჭერებთან ერთად პრემიერის ჩაშლას გეგმავდა

ფილმის ჩვენებას ეწინააღმდეგებოდა "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირიც". გურამ ფალავანდიშვილის განცხადებით, ფილმის ჩვენება, ნებისმიერი ძალისხმევის ხარჯზე ჩაიშლებოდა. საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა "ქართული მარშიც"

ძალადობრივი საპროტესტო აქციის მიუხედავად ფილმის ჩვენება კინოთეატრებში მაინც შედგა. კინოთეატრებთან ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას და პოლიციასთან შეხლა-შემოხლას. დაკავებულია 28 ადამიანი,  მათ შორის 1 სისხლის სამართლის მუხლით.

დაზიანებები მიიღო 13-მა ადამიანმა, მათ შორის არიან პოლიციელებიც.

დღის ამბები