20 აპრილი 2024,   08:05
ვრცლად
ინფრასტრუქტურულ ობიექტზე დარღვევების დამალვა - ქრთამის აღების ფაქტზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ორი თანამშრომელი დააკავეს  

ქრთამის აღების ფაქტზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ორი თანამშრომელი დააკავეს. გამოძიების ვერსიით, დაკავებულებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე კონტროლი ევალებოდათ. ერთერთ შემთხვევაში კი კომპანიის წარმომადგენელს, ობიექტზე არსებულ დარღვევებზე, რეაგირების არგანხორციელების სანაცვლოდ, ქრთამი მოსთხოვეს. ამჟამად ტარდება შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებები დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენის მიზნით.

დღის ამბები