16 აპრილი 2024,   20:19
ვრცლად
ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი კაკულიასა და მასთან ერთად დაკავებულ პირებს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ. აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო პროცესი სავარაუდოდ ხვალ გაიმართება. ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე, ორი მოქმედი, ერთი კი, ყოფილი საჯარო მოხელე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დააკავა.

ფოთის საკრებულოს მაღალჩინოსნებს ბრალად ედებათ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებაში დახმარება, სახელმწიფო ქონების გაფლანგვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი გულგრილობა და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება-გამოყენება.

დღის ამბები