20 აპრილი 2024,   15:56
ვრცლად
როგორც ჩანს თანდათანობით ეს ჯგუფი კიდევ უფრო მეტის უფლებას მისცემს საკუთარ თავს - საიას თავმჯდომარე

არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები ხელისუფლებას მიმართავენ და გუშინ მერაბ კოსტავას გამზირზე მომხდარი ინციდენტების დროულ და ეფექტიან გამოძიებას ითხოვენ. მესამე სექტორის წევრების განცხადებით, მთავრობამ ყურადღება უნდა მიაქციოს საპროტესტო აქციის დაწყებამდე გაკეთებულ ძალადობრივ განცხადებებსაც.

"როგორც ჩანს თანდათანობით ეს ჯგუფი კიდევ უფრო მეტის უფლებას მისცემს საკუთარ თავს, ამიტომ ხელისუფლებამ თავი უნდა დაანებოს მიკიბულ-მოკიბულ საუბარს თავი და წამახალისებელი და ორაზროვანი განცხადებების გაკეთებას, უნდა იყოს მათ მიმართ გამოყენებული ის პასუხიმგებლობა, რაც კანონით არის გათვალისწინებული,"- ამბობს "საიას" თავმჯდომარე სულხან სალაძე.

"უნდა იყვნენ შესაბამისი პირები პასუხისგებაში მიცემულნი, ამის გარდა წინასწარი პრევენციაც აუცილებელია,"- აცხადებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" წარმომადგენელი გია გვილავა.

შეგახსენებთ, რომ ოსკარზე წარდგენილი ქართულ-შვედური ფილმის - "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება საქართველოს კინოთეატრებში გუშინ გაიმართა.

ბიზნესმენი ლევან ვასაძე, ფილმის - "და ჩვენ ვიცეკვეთ" კინოთეატრებში ჩვენებას ეწინააღმდეგებოდა  და მხარდამჭერებთან ერთად პრემიერის ჩაშლას გეგმავდა.

ფილმის ჩვენებას ეწინააღმდეგებოდა "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირიც". გურამ ფალავანდიშვილის განცხადებით, ფილმის ჩვენება, ნებისმიერი ძალისხმევის ხარჯზე ჩაიშლებოდა. საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა "ქართული მარშიც".

საპროტესტო აქციის მიუხედავად, ფილმის ჩვენება კინოთეატრებში მაინც შედგა. კინოთეატრების მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას და პოლიციასთან შეხლა-შემოხლას. დაკავებულია 28 ადამიანი,  მათ შორის 1 სისხლის სამართლის მუხლით.

დაზიანებები მიიღო 13 ადამიანმა, მათ შორის არიან პოლიციელებიც.

დღის ამბები