19 აპრილი 2024,   04:45
ვრცლად
"და ჩვენ ვიცეკვეთ" - ლევან გელბახიანი ევროპული ოსკარის ნომინანტთა სიაშია

ქართულ-შვედური ფილმში "და ჩვენ ვიცეკვეთ"  მთავარი როლის შემსრულებელი ლევან გელბახიანი ყველაზე პრესტიჟული პანევროპული კინემატოგრაფიული პრემიის ნომინანტთა სიაშია.

European Film Awards-მა ნომინაციები ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა. ლევან გელბახიანი საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ჯილდოს მოპოვებას ისეთ მსახიობებთან ერთად  შეეცდება, როგორებიც არიან - ანტონიო ბანდერასი, ჟან დუჟარდენი, პიერფრანჩესკო ფავინო, ალექსანდერ შირი და ინგვარ სიგურდსონი.

დაჯილდოება 2019 წლის 7 დეკემბერს ბერლინში გაიმართება.

დღის ამბები