20 აპრილი 2024,   15:59
ვრცლად
ძალადობრივი აქცია კინოთეატრებთან - თბილისის საქალაქო სასამართლო გუშინ დაკავებულ 2 პირს ფულადი ჯარიმა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, 8 ნოემბერს, მერაბ კოსტავას გამზირზე ძალადობრივი საპროტესტო აქციის დროს დაკავებული 23 პირის სასამართლო პროცესი დასრულდა. ბრალდებულების და ადვოკატების თხოვნით, მოსამართლემ პროცესი 11 დეკემბრამდე გადადო, დაცვის მხარემ ვიდეომტკიცებულებების გამოსაკვლევად დრო ითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ფულადი ჯარიმა მხოლოდ ერთი დაკავებულის შემთხვევაში გამოიყენა.

რაც შეეხება სისხლის სამართლის მუხლით დაკავებულ კიდევ ერთ პირს "კურიერის" ინფორმაციით, საქალაქო სასამართლოში საქმე ამ დრომდე არ შესულა.

ძალადობრივ აქცია გაიმართა ბათუმშიც. გუშინ, კინოთეატრ "აპოლოსთან", ადმინისტრაციული წესით დაკავებულ სამი პირიდან, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ერთს ათას ლარიანი ჯარიმა შეუფარდა, ორს კი მოსამართლემ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.

 

 

 

დღის ამბები