20 ნოემბერი 2019,   13:08
ვრცლად
ჰომოფობიური ჯგუფების პროტესტი და ასეულობით პოლიციელი კინოთეატრებთან - ფილმის "და ჩვენ ვიცეკვებთ" ჩვენება დღესაც დაგეგმილ დროს დაიწყება

ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფების პროტესტის მიუხედავად ფილმი - "და ჩვენ ვიცეკვებთ" ჩვენება კინოთეატრებში დღესაც დაგეგმილ დროს დაიწყება. კინოთეატრ "ამირანთან" მობილიზებულია ასეულობით პოლიციელი. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თქმით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ადამიანების კონსტიტუციური უფლება იყოს დაცული:

"პრევენციის მიზნით კინოთეატრებში იმყოფებოდნენ კინოლოგები და გამნაღმველები. ასევე ადგილზე მობილიზებულია  შესაბამისი რაოდენობის საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები. შსს, როგორც მართლწესრიგზე პასუხისმგებელი უწყება მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს, ასევე მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ადგილი ექნება კანონდარღვევას, პოლიცია მიიღებს შესაბამის კანონიერ ზომებს," - განაცხადა კახა ბუხრაძემ.

კინოთეატრის წარმომადგენლის გვანცა გარმელიას თქმით, კინოჩვენება ჩვეული განრიგით გაიმართება და იმ მაყურებლებს, რომლებმაც 8 ნოემბერს სეანსზე დასწრება ვერ შეძლეს, გუშინ ნაყიდი ბილეთებით დღეს შეეძლებათ ფილმზე დასწრება.

დღის ამბები