07 დეკემბერი 2019,   17:35
ვრცლად
"ბიძინა ივანიშვილი არის კონჩიტების და ლევან აკინების ხელის ბიჭი" - გურამ ფალავანდიშვილი

საზოგადოება "ზნეობის" წარმომადგენლის გურამ ფალავანდიშვილის განცხადებით იმ შემთხვევში თუ პოლიცია კინოთეატრების მიმდებარე ტერიტორიებიდან წავა აქციის მონაწილეები შევლენ შენობებში და კინოს ჩვენებას ხელს შეუშლიან. ფალავანდიშვილის თქმით, ცოტა ხანში აქტივისტებთან ერთად პლაკატებით ხელში კინოთეატრების მიმდებარე ტერიტორიებზე გადაინაცვლებენ. ფალავანდიშვილი კინოფილმის საყურებლად მისულ მაყურებლებს მოუწოდებს, რომ არ უყურონ ფილმს..

"ჩვენ ვნახეთ, რომ მიუხედავად ვაჟკაცობის და  მცდელობის ჩვენ ვერ შევედით შენობებში, თან ამას მოჰყვა პროვოკატორებისგან ქვების და ასაფეთქებლების სროლა, დავდგებით ყველა კინოსთან პლაკატებით, რომ ყველა მომსვლელს სინდისის გრძნობა აღვუძრათ, რომ კინოში არ შევიდნენ, თუ პოლიცია იქიდან წავა ჩვენ დავრჩებით კინოს ბოლომდე, შევალთ დარბაზში ისევ და შუქს ავანთებთ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილი არის კონჩიტების და ლევან აკინების ხელის ბიჭი,"- ამბობს გურამ ფალავანდიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" დღეს საქართველოს კინოთეატრებში რიგით მეორე ჩვენება იმართება. კინოს მიმდებარე ტერიტორიებზე უსაფრთხოების მიზნით მობილიზებულია პოლიცია.

დღის ამბები