20 ნოემბერი 2019,   13:19
ვრცლად
ძალადობრივ აქციაზე დაკავებულთა შორის ერთ-ერთი სასულიერო პირია, რომელსაც პოლიცია სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს

ძალადობრივი საპროტესტო აქციის დროს, კინოთეატრ "ამირანთან" დაკავებულთა შორის ერთ-ერთი სასულიერო პირია, რომელსაც პოლიცია სიტყვიერ შეურაცხყოფაში სდებს ბრალს, თუმცა ბერმა პროცესზე ეს ბრალდება უარყო.

დაკავებულების ადვოკატის განცხადებით, ბრალს არც მისი დაცვის ქვეშ მყოფი სხვა პირები არ აღიარებენ. ცირა ჯავახიშვილის განცხადებით, აქციის მიმდინარეობის დროს განვითარებულ მოვლენებს ხუთი დრონი იღებდა, მათ შორის ერთი, სავარაუდოდ პოლიციას ეკუთნოდა, ამ მასალის შესასწავლად და ვიდეომტკიცებულებების წარმოსადგენად სამართალდამცველებს დრო დეკემბრამდე მიეცათ. 

ამ დროისთვის თბილისისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოებში პროცესები დასრულებულია.

დღის ამბები