12 ნოემბერი 2019,   20:08
ვრცლად
ლევან ვასაძე ბიძინა ივინაშვილს 2-ჯერ შეხვდა, თუმცა შეხვედრის შინაარსზე არ საუბრობს

ვერის პარკში შეკრებილებს დღეს ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ მიმართა და   „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან,  ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა გაიხსენა.

ვასაძის თქმით, მასსა და ივანიშვილს შორის შეხვედრა 2-ჯერ,  ჯერ ლევან ვასაძის, შემდეგ კი ივანიშვილის სახლში შედგა. ვასაძეს შეხვედრის შინაარსსა და თემებზე ჟურნალისტებთან არ უსაუბრია და განაცხადა, რომ ის, ამას საიდუმლოდ შეინახავს.

ვასაძემ ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მოითხოვა. 

„ამ შეხვედრების შინაარსს მე, რა თქმა უნდა, არასოდეს გავასაჯაროებ. მე, რა თქმა უნდა, ჩვენი საუბარი არ ჩამიწერია, იმიტომ რომ სტუმარი ღვთისაა და იმედია, რომ შენც მასე მოიქეცი და სიკვდილის კუბომდე მივიტან ამ საუბრის შინაარს... შენ აღარ გაქვს უფლება საქართველოს ხელმძღვანელობისა მას შემდეგ, რაც შენი ხელმძღვანელობით მოხდა გუშინ თბილისში. ამიტომ,  წადი ბიძინა პოლიტიკიდან“- მიმართა ვასაძემ ივანიშვილს.

ჰომოფობიურმა, რადიკალურმა ჯგუფებმა შვედურ-ქართული ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" წინააღმდეგ გალაშქრება დღესაც დააპირეს. ისინი გუშინდელის მსგავსად, დღესაც ვერის პარკში შეიკრიბნენ.

ვასაძის მხარდამჭერები მოგვიანებით, კინოთეატრებთან გადანაწილდნენ, თუმცა მხარდამჭერებთან ერთად, კინოთეატრებთან არ გამოჩენილა ლევან ვასაძე.

დღის ამბები