26 აპრილი 2024,   01:15
ვრცლად
რუსთავი 2 გრანდიოზული მეგა შოუსთვის ემზადება - "დიდი სცენა" ახალი ვარსკვლავების მოლოდინში

რუსთავი 2 გრანდიოზული მეგა შოუსთვის ემზადება - გუშინ "დიდი სცენის" შესარჩევი კასტინგი დაიწყო.


მეგა შოუ ათ ფინალისტს, შესარჩევი ტურის დასრულების შემდეგ გამოავლენს.

პირველ შესარჩევ ტურზე, "დიდი სცენის" კასტინგზე შოუების ისტორიაში, უპრეცენდენტო რაოდენობის მონაწილე მოვიდა.

"დიდი სცენა" კონკურსანტებს მთელი საქართველოს მასშტაბით აგროვებს.

ყველა მონაწილემ საგულდაგულოდ შეარჩია რეპერტუარი. დაძაბულობის მოსახსნელად და გასამხნევებლად მეგობრებსა და ნათესავებს მოუხმეს. შეარჩიეს ჩაცმულობაც და საკუთარი ნიჭის დემონსტრირების მიმავალ გზაზე იღბალსა და ყველაზე ობიექტური ჟიურის წევრებს მიენდნენ.

თბილისის შესარჩევი კონკურსის შემდეგ დიდი სცენის შემქმნელები და ჟიურის წევრები მონაწილეებს ბათუმსა და ქუთაისში მოუსმენენ.

 

ავტორი:სალომე თარხნიშვილი

დღის ამბები