19 აპრილი 2024,   04:41
ვრცლად
ოთხი ახალი კანონპროექტი, რომელიც გარემოს დაცვას ეხება

"პარლამენტის მწვანე ინიციატივები" - გარემოს დაცვის კომიტეტმა ახალი წინადადებები წარადგინა. 4 ახალი კანონპროექტი მწვანე ხაზებს, ტყის კოდექსს, სამრეწველო მისიებს და გარემოსდაცვით პასუხისმგებლობას ეხება.

საკანონმდებლო ინიციატივებზე პარლამენტი საშემოდგომო სესიის განმავლობაში იმუშავებს. ღონისძიებას პარლამენტის თავმჯდომარე და უმრავლესობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის თქმით, ინიციატივა უკვე წარადგინეს, რომელიც მწვანე ხაზების შემოღებას ეხება, რის შემდეგადაც აბსოლუტურად დაცული იქნება მწვანე და სარეკრეაციო ტერიტორიები.

როგორც პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ამბობს, ღონისძიების მთავარი მიზანი საზოგადოებისთვის ინიციატივის გაცნობა იყო.  მისი თქმით, ყველაზე დიდი მოლოდინი მწვანე ხაზების კანონპროექტზეა, რის შემდეგაც ბუნება უფრო დაცული იქნება.

დღის ამბები