20 აპრილი 2024,   17:10
ვრცლად
დატბორილი ქუჩები, 1 დაღუპული და ასობით ევაკუირებული - სტიქია დიდ ბრიტანეთში

წყალდიდობაა დიდ ბრიტანეთში. სტიქიას ემსხვერპლა ერთი ადამიანი. ქვეყნის რამდენიმე ქალაქში პარალიზებულია სატრანსპორტო მოძრაობა. სტიქიის ზონაში მოსახლეობის ევაკუაცია ისევ მიმდინარეობს.

დატბორილი ქუჩები და ასობით ევაკუირებული ადამიანი. ინგლისის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილში 24 საათი გადაუღებლად წვიმდა. ყველაზე მეტად ზარალი იორკშირის საგრაფოს მიადგა. სამაშველო სამსახურის ცხელ ხაზზე ერთი დღის განმავლობაში 1200-ზე მეტი შეტყობინება შევიდა.

უხვი ნალექის გამო ბრიტანეთის ზოგიერთ ქალაქში შეზღუდულია სატრანსპორტო და სარკინიგზო მოძრაობა. დახურულია სავაჭრო ობიექტები. მოსახლეობის ნაწილი კი გარეთ გასვლას ვერ ახერხებს, სტიქიას შუახნის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრი სტიქიის ზონაში ჩავიდა და დასუფთავების სამუშაოებში ჩაერთო. ბორის ჯონსონი სტიქიის ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზად კლიმატის ცვლილებას ასახელებს.

სტიქიისგან დაზარალებულ რეგიონებში ბრიტანეთის სასწრაფო დახმარებისა და სამაშველო სამსახურები ამ დრომდე აქტიურად მუშაობენ. შესაბამისი ორგანოები მოსახლეობას მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ აფრთხილებენ და მუდმივი მზადყოფნისკენ მოუწოდებენ.
 

დღის ამბები