25 აპრილი 2024,   21:32
ვრცლად
ბოლივიაში მომიტინგეები მედიასაშუალებების ოფისებში შეიჭრნენ და მაუწყებლობა შეაჩერეს

ბოლივიაში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა სახელმწიფო მედიასაშუალებების შენობები დაიკავეს.

მომიტინგეები ტელევიზიებისა და რადიოსადგურის ოფისებში შეიჭრნენ და მაუწყებლობა შეაჩერეს.

ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა აქციის დაშლაზე უარი თქვეს. სამართალდამცველების ნაწილი მიტინგს შეუერთდა.

ბოლივიის პრეზიდენტმა ოპოზიციას ბრალი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დასდო. ბოლივიაში საპროტესტო აქციები უკვე 3 კვირაა მიმდინარეობს. მოსახლეობის პროტესტი ევო მორალესის არჩევნებში გამარჯვებას მოყვა.

დღის ამბები