25 აპრილი 2024,   14:48
ვრცლად
სუბელიანის დაშავების ფაქტზე დაკავებულს ბრალი წაუყენეს

კინოთეატრ "ამირანთან" გამართული აქციის დროს, ანა სუბელიანის დაშავების ფაქტზე დაკავებულს ბრალი წაუყენეს.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, შალვა შევარდნაძეს ბრალი 118,1 მუხლით აქვს წაყენებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ანა სუბელიანს 8 ნოემბერს, კინოჩვენებაზე შესვლამდე, აქციის მონაწილის ნასროლი მძიმე საგანი მოხვდა, როდესაც რადიკალურად განწყობილი ჯგუფები ფილმის პრემიერის ჩაშლას ცდილობდნენ.

სამართალდამცველებმა კინოჩვენების საპროტესტო აქციებზე 28 პირი დააკავეს.

დღის ამბები