19 აპრილი 2024,   14:05
ვრცლად
ოპოზიცია ელოდა, რომ ჯიშკარიანი თანამდებობას დატოვებდა და მოძალადე ეძახეს - მარიამ კუბლაშვილი

სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული ილია ჯიშკარიანის უფლებადამცველი მარიამ კუბლაშვილი აპირებს, გამოითხოვოს ინფორმაცია პარასკევს ჩატარებული საკრებულოს სხდომიდან და ასევე ვიდეო-მასალა, სადაც ასახულია სხდომის მიმდინარეობა.

მარიამ კუბლაშვილის ინფორმაციით, ოპოზიციონერი დეპუტატები ილია ჯიშკარიანის მიმართ  რეპუტაციის შემლახველ განცხადებებს აკეთებდნენ. ადვოკატის მტკიცებითვე, ჯიშკარიანის მიმართ დაირღვა უდანაშაულობის პრეზუმფცია.

კუბლაშვილის შეფასებით, ჯიშკარიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, სწორედ ამ დამოკიდებულებამ გამოიწვია.

"მას გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ საკრებულოს სხდომაზე განცხადება გაეკეთებინა, რადგან პასუხისმგებლობა აკისრია საკუთარი გუნდის წევრებისა და საზოგადოების მიმართ. მან განაცხადა, რომ ბოლომდე იბრძოლებს და დაამტკიცებს საკუთარ სიმართლეს. "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა პროტესტი გამოხატეს. ისინი ელოდნენ, რომ ილია ჯიშკარიანი დატოვებდა თანამდებობას და ამის შემდგომ მას მოძალადე უწოდეს. რეპუტაციის განზრახ შელახვამ ის მიიყვანა იმ დონემდე, როგორც დღეს არის," - განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

შეგახსენებთ, ილია ჯიშკარიანი კვლავ საავადმყოფოშია მოთავსებული. ძალადობაში ბრალდებული საკრებულოს წევრი ინფარქტის დიაგნოზით კლინიკაში გუშინ გადაიყვანეს, სადაც მას სტენტირება ჩაუტარდა.

დღის ამბები