25 აპრილი 2024,   21:11
ვრცლად
ინტერნეტში ფილმის "And Then We Danced" სამუშო ვერსია გავრცელდა - შსს-მ მოკვლევა დაიწყო

ინტერნეტში ფილმ And Then We Danced-ის არასრული სამუშაო ვერსია გავრცელდა. როგორც ფილმის პროდიუსერი, ქეთი დანელია სოციალურ ქსელში წერს, ფილმი ავტორიზაციის გარეშეა მოპოვებული და მისი გავრცელება მნიშვნელოვნად უშლის ხელს ფილმის საფესტივალო კამპანიას. გარდა ამისა, ამცირებს შანსს ოსკარების დაჯილდოებაზე.

დანელიას განცხადებით, მომხართან დაკავშირებით უკვე მიმართეს შსს და მოკვლევა დაწყებულია.

"მოგმართავთ ფილმის გულშემატკივრებსა და მაყურებლებს, ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ფილმის არასრული, სამუშაო ვერსია, რომელიც არის მოპოვებული ავტორიზაციის გარეშე და წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე აღძრა საქმე და პასუხისმგებლობაში მიეცემიან ის პირები, ვინც არაავტორიზებულად ავრცელებს ფილმს.

ეს არის არა მარტო დანაშაული, არამედ მნიშვნელოვანად უშლის ხელს ფილმის საფესტივალო კამპანიას, მათ შორის, ამცირებს წარმატების შანსს ამერიკის კინოაკადემიის, "ოსკარის" დაჯილდოებაზე. გთხოვთ, ნუ შეუწყობთ ხელს ფილმის არაავტორიზებულ გავრცელებას და დაგვიჭირეთ მხარი უმნიშვნელოვანეს, წინასაოსკარე კამპანიის პერიოდში. მადლობას გიხდით, ბოლო პერიოდში, ფილმის მიმართ გამოხატული აქტიური თანადგომისთვის და ახლაც მოგიწოდებთ, დაგვიდგეთ გვერდით," - წერს ქეთი დანელია.

დღის ამბები