20 აპრილი 2024,   05:41
ვრცლად
ლაგოდეხში რამდენიმე სოფელი ბუნებრივ აირს წლებია უშედეგოდ ელოდება - მოსახლეობა საპროტესტო აქციებს აანონსებს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოდნის კარის მოსახლოება ბუნებივ აირს წელიწადზე მეტია ელოდება. ანალოგიურ მდგომარებაშია კიდევ რამდენიმე სოფელი - დავითიანი, შეერთება, ხიზა და ხიზაბავრა.

ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, ბუნებრივი აირის მილები გაყვანილია, თუმცა პასუხიმგებელი პირები დაქსელვით სამუშაოებს აჭიანურებენ და მოსახლეობის გაზიფიცირებას არ ჩქარობენ.

არაერთი დაპირების მიუხედავად, დღემდე ბუნებრივი აირის გარეშე არიან გურგენიანშიც. სოფელში ისევ შეშით თბებიან და სადილსაც ცეცხლზე ამზადებენ. 

ლაგოდეხის მინუციპალიტეტის იმ სოფლების მაცხოვრებლები, რომლებიც ბუნებრივი აირის არ ქონის გამო შეშას იყენებენ, ამბობენ, რომ გაორმაგებული ხარჯის გაწევა უწევთ, რადგან შეშა ძვირია - ბუნებრივი აირის მოხმარება კი შედარებით იაფი დაუჯდებათ. ფინანსური პრობლემების გარდა ადგილობრივები გარემოს მიმართ მიყენებულ ზიანზეც საუბრობე. მათი თქმით, შეშის მოსაპოვებლად ტყის გაჩეხვა უწევთ.

არსებობენ ოჯახები, ვისაც სისტემატიურად არც შეშის და არც თხევადი გაზის შეძენა არ შუძლია.

რატომ გაჭიანურდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 6 სოფელში მოსახლოების გაზიფიცირება, ახსნა უჭირთ კომპანია "სოკარში", თუმცა ამბობენ, რომ სემეკს უკვე მიმართეს და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ პრობლემის მოგვარებას ეტაპობრივად დაიწყებენ.

ლაგოდეხის საკრებულოს ოპოზიციაში დარწმუნებული არიან, რომ გაზიფიცირების საკითხს ადგილობრივი ხელისუფლება წინასაარჩევნოდ გამოიყენებს. ლაგოდეხის მერის თქმით კი  2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე დიდი დროა და ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენილი 6 სოფლის გამრიცხველიანება არჩევნებზე დამოკიდებული არ იქნება. 

მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლების და "სოკარ ჯორჯიას" დაპირების შესრულებას ელოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში არ გამორიცხავენ, პროტესტის სხვადასხვა ფორმას მიმართონ და აქციებიც დაიწყონ.

დღის ამბები