18 აპრილი 2024,   14:50
ვრცლად
ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსი ბიზნესმენები ჯონსონის პარტიას აფინანსებდნენ - "თაიმსი"

ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსი ბიზნესმენები ბორის ჯონსონის პარტიას აფინანსებდნენ. გავლენიანი გამოცემა "თაიმსის" ცნობით, დაზვერვის ანგარიშში 9 ბიზნესმენის გვარი მოხვდა.

ერთ-ერთმა მათგანმა, რომელიც ჯონსონს მეგობარს უწოდებს, პარტიას მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაურიცხა.

დაზვერვის ინფორმაციით, ბრიტანეთის პრემიერი რუს მილიარდერ ლებედევს იტალიაში ხშირად სტუმრობდა. ანგარიში ასევე საუბარია რუსეთის ჩარევაზე ბრექსითის პროცესსა და 2017 წლის არჩევნებში.

დღის ამბები